ირაკლი ფავლენიშვილი - მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ის, რაზეც, ე.წ. პრეზიდენტი გაერო-ს უმაღლეს ტრიბუნაზე საუბრობდა, თითქოს ვინმეს უნდა შევურიგდეთ, არამედ ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი - არავისთან შესარიგებელი არ გვაქვს

ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ის, რაზეც, სამწუხაროდ ე.წ. პრეზიდენტი გაერო-ს უმაღლეს ტრიბუნაზე საუბრობდა, თითქოს, ვინმეს უნდა შევურიგდეთ, ჩვენ არავისთან შესარიგებელი არ გვაქვს, ჩვენ ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა გმირთა მემორიალთან განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ეთნიკური წმენდის შედეგების გამოსწორება და ქართული დევნილების სახლში დაბრუნება უნდა მოხდეს.

„27 სექტემბერი რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. ეს დღე უნდა გვახსოვდეს, მით უმეტეს, ჩემი თაობის წარმომადგენლებს, რადგან ჩვენი თაობის მისია გახლავთ, 27 სექტემბრის შექმნილი მდგომარეობა, როცა აფხაზეთი სამწუხაროდ, აღარ არის საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მას აღიარებს, როგორც ჩვენს ნაწილად, ის უნდა დავიბრუნოთ და დედა სამშობლოს, ქართულ სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, აუცილებელია ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და მოვითხოვოთ არა აბსტრაქტული შერიგება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, არამედ ეთნიკური წმენდის შედეგების გამოსწორება, ქართული დევნილების სახლში დაბრუნება და იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც ჩართულები იყვნენ ქართველების ეთნოწმენდაში და სხვა საერთაშორისო სამართლით გათვალისიწინებულ დანაშაულებში. ამიტომ მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ის, რაზეც სამწუხაროდ ე.წ. პრეზიდენტი გაერო-ს უმაღლეს ტრიბუნაზე საუბრობდა თითქოს, ვინმეს უნდა შევურიგდეთ, ჩვენ არავისთან შესარიგებელი არ გვაქვს, ჩვენ ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი. იყვნენ კონკრეტული აქტორები სეპარატისტების სახით, მაგრამ ისინი არც გამოხატავდნენ ოსების და აფხაზების ნება-სურვილს, რადგან ისინი კონკრეტული დამნაშავეები არიან, რომლებიც რუსეთს, კრემლს ემსახურებოდნენ, ჩვენი დევნილების დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ