ირაკლი კობახიძე - რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და სააკაშვილის ღალატი ვერავითარი შეღავათი ვერ არის რუსეთისთვის, ისევე როგორც რუსული ოკუპაცია ვერავითარი შეღავათი ვერ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ღალატისთვის

რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და სააკაშვილის ღალატი ვერავითარი შეღავათი ვერ არის რუსეთისთვის, ისევე როგორც რუსული ოკუპაცია ვერავითარი შეღავათი ვერ არის თქვენი პარტიის ღალატისთვის,- ამის შესახებ გმირთა მემორიალთან მისულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოს ოკუპაციაზე საუბრისას რატომ არ ახსენა რუსეთი, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყაველაშვილმა ისაუბრა ყველა ეროვნულ საკითხზე.

„როცა ხართ „ნაცები“ [ჟურნალისტს] ასეთი გონორით არ უნდა ლაპარაკობდეთ ოკუპაციასთან დაკავშირებით. თქვენი შედეგია, თქვენი დამსახურებაა ის, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ასეთი გონორით თქვენს ადგილას, „ნაცის“ ადგილას მე არ ვისაუბრებდი. დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%, მაგრამ ეს მოხდა თქვენი პარტიის დამსახურებით, თქვენმა პარტიამ დაიწყო ომი. ომი დაიწყო 2008 წელს, ამას მოჰყვა შედეგად საბოლოოდ ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია. რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და სააკაშვილის ღალატი ვერავითარი შეღავათი ვერ არის რუსთისთვის, ისევე როგორც რუსული ოკუპაცია ვერავითარი შეღავათი ვერ არის თქვენი პარტიის ღალატისთვის. მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა ყველა ეროვნულ საკითხზე.“- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო