გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი - მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან მაღვიძარა უნდა იყოს ჩვენთვის - დაასანქცირეთ ივანიშვილი და მისი მოკავშირეები, მოითხოვეთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება

დაასანქცირეთ ივანიშვილი და მისი ახლო მოკავშირეები, მოითხოვეთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება და დაეხმარეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნების აღსრულებაში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში წერს.

„მზია ამაღლობელის ძლიერი წერილი ციხიდან მაღვიძარა უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის.

საქართველო ავტორიტარული რეჟიმის ხელშია, რომელსაც მხარს უჭერს ოლიგარქი, რომელმაც თავისი ფული რუსეთში გააკეთა.

გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერაში.

ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს ქვეყნის ნაწილების ოკუპაციას და საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელ უკანა კარად იყენებს.

რუსეთის გავლენა ქვეყნებში, რომლებსაც ისინი თავისი “გავლენის სფეროს” ნაწილად მიიჩნევენ, გაშმაგებულია. საქართველო წინა ხაზზეა.

პარლამენტის იმ წევრებს შორის ვარ, რომლებიც სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და თანამზრახველებზე, რომლებიც ლონდონს ბაზად იყენებენ ქართული დემოკრატიისა და თავისუფლების დასამხობად.

ბევრი ოპოზიციური ხმა იქნა დაპატიმრებული ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი “ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ბოლო თვეებში მოგონილი ბრალდებებით.

ეს ავტორიტარიზმის სახელმძღვანელოა. გაერთიანებული სამეფო და ევროპა უკვე არიან რუსეთთან კონფლიქტში და ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა ბრძოლის ნაწილია.

დაასანქცირეთ ივანიშვილი და მისი ახლო მოკავშირეები, მოითხოვეთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება, და დაეხმარეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თავისი ოცნების აღსრულებაში.

დროა გაერთიანებული სამეფო გააქტიურდეს“, - წერს მაკკლირი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე