მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ კონსტანტინიდი წარუდგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ კონსტანტინიდი წარუდგინა.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ყურადღება გამახვილდა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობასა და შესაძლებლობების თვისებრივ გაძლიერებაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს მიმართ სრული მხარდაჭერა დაადასტურა, თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში წარმატება უსურვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!