სალომე ზურაბიშვილი - ევროპის ცაში დაფრინავენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები, ეს არის რუსეთი - თუ მაშინ არა, 32 წლის შემდეგ ყველამ გაიგოს, რა მოაქვს რუსეთს, არ გვინდა რუსეთის და „ქართული ოცნების” მშვიდობა, გვინდა ნამდვილი მშვიდობა

თუ მაშინ არა, 32 წლის შემდეგ, ყველამ უნდა გაიგოს, რა მოაქვს რუსეთს, ეს არის რუსეთის მშვიდობა და ჩვენ არ გვინდა რუსეთის მშვიდობა, არ გვინდა „ქართული ოცნების” მშვიდობა, გვინდა ნამდვილი მშვიდობა, რომელიც იქნება მართლაც ჩვენი,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განუცხადა.

აღნიშნული კომენტარი ზურაბიშვილმა მედიისთვის პარლამენტთან გააკეთა, სადაც აქცია მიმდინარეობს.

„27 სექტემბერი, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა, როგორიც არაერთი გვაქვს, ჩვენს ისტორიაში. ამავე დროს, არ შეიძლება, რომ ეს ჩვენ აღვიქვათ მხოლოდ როგორც ტრაგიკული დღე იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის ბრძოლის დღე, ბრძოლა, რომელიც არ დამთავრებულა. სწორედ მაშინ დაიწყო, რეალურად, როგორც რუსეთის და არა საბჭოთა კავშირის, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. 32 წელია, რაც ეს აგრესია გრძელდება და იღებს სხვადასხვა ფორმას - ხან პირდაპირი სამხედრო აგრესია, ხან სამხედრო ოკუპაცია, ხან როგორც დღეს, ჰიბრიდული ბრძოლა, რომელშიც ჩართული ჰყავს ჩვენი ხელისუფლების ზოგი ადამიანი, ბევრი. ეს არის რუსეთის განუწყვეტელი ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ.

სხვები იმანაც უნდა დააფიქროს, რომ საქართველოს წინააღმდეგ განუწყვეტელი ბრძოლა, რომელიც ასევე დღეს, სხვა ფორმით და მეტად აგრესიული ფორმით, პირდაპირი სამხედრო ფორმით ხორციელდება უკრაინის წინააღმდეგ, ეს უკვე სხვადასხვა ფორმით გადასულია ევროპაზე. ევროპის ცაში დაფრინავენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები, მათი ხომალდები ევროპულ ზღვებში არიან, რომლებიც სხვადასხვა ჰიბრიდულ თავდასხმებს ეწევიან - ეს არის რუსეთი და თუ მაშინ არა, 32 წლის შემდეგ ყველამ უნდა გაიგოს, რა არის რუსეთი, რა მოაქვს რუსეთს, ეს არის რუსეთის მშვიდობა და ჩვენ არ გვინდა რუსეთის მშვიდობა, არ გვინდა „ქართული ოცნების” მშვიდობა, გვინდა ნამდვილი მშვიდობა, რომელიც იქნება მართლაც ჩვენი და ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად, ახალი მომავლის მომზადება ევროპაში - დამოუკიდებელი მომავლის. ეს არის დღევანდელი დღის მნიშვნელობა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე