სალომე ზურაბიშვილი - მოლდოვას გამარჯვება ასევე გამარჯვებაა ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ჩვენთვის, ქართველებისთვის

საუბარს ვერ დავიწყებ ჩვენი მოლდოველი მეგობრებისთვის დიდი წარმატების მილოცვის გარეშე, რაც მათთვის და პირადად მაია სანდუსთვის გამარჯვებაა და მინდა მივულოცო მას, მაგრამ ეს ასევე გამარჯვებაა ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ჩვენთვის, ქართველებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავას უსაფრთხოების ფორუმზე - „ევროკავშირის გაფართოების შემდეგი თავი“ - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს იმედის სიგნალია და იმის სიგნალია, რომ მტკიცედ დავრჩეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავუბრუნდეთ იმავე ევროპულ გზებს, რომელიც ერთად დავიწყეთ, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ, და არ არის დამთხვევა, რომ რუსეთის თავდასხმები, აგრესია, სხვადასხვა ფორმით, მიმართულია ამ სამი ქვეყნის, ამ სამი ასოცირებული ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა