ლევან მახაშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს” განცხადებაზე - ეს მაგონებს ფრაზას - „პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, იმიტომ რომ მრუდეაო“, საკუთარ შეცდომებს, არაეფექტიანობას და უსუსურობას სხვას აბრალებენ

ეს მაგონებს ფრაზას - „პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, იმიტომ რომ მრუდეაო“ - საკუთარი თავის შეცდომებს, არაეფექტიანობას და უსუსურობას სხვას აბრალებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც „ლელო - ძლიერი საქართველოს” განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, თუ „ლელო ძლიერი საქართველო” რაიმე ტიპის დარღვევას წარმოადგენს, სასამართლოში უნდა იდავოს.

„ეს მაგონებს ფრაზას - „პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, იმიტომ რომ მრუდეაო”. ისეთი ფრაზაა, რომელიც ამ სიტუაციას აკვდება. საკუთარ თავის შეცდომებს, არაეფექტიანობას და უსუსურობას სხვას აბრალებენ. ამის ნაცვლად გამოვიდნენ და მათი კანდიდატები დაარწმუნონ. თავად ვერ შეძლეს გუნდში მათი დატოვება, დარწმუნება, რომ ისინი იქ ყოფნას იმსახურებენ. ეს უბრალოდ საკუთარი შეცდომის სხვაზე გადაბრალებაა. არც იმაზე ვართ წინააღმდეგი - თუ რაიმე კონკრეტული უჭირავთ ხელში, მტკიცებულება და არგუმენტი აქვთ, რაიმე ტიპის დარღვევას წარმოადგენ, იდავონ სასამართლო წესით. ნაკლებად მგონია, რომ ეს რეალური და მასშტაბური პრობლემაა. აქა - იქ, ზოგიერთ რაიონში შეეცდებიან, რომ თითოეული მაგალითით წარმოაჩინონ, თითქოს ეს სისტემური პრობლემაა. სინამდვილეში პრობლემა უნდა ეძებონ საკუთარ თავში და არა „ქართულ ოცნებაში”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გარდა ამისა, მახაშვილმა კითხვაზე, გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება” მარტში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას, უპასუხა, რომ ასეთი რამ არ იგეგმება.

„არა, არ გეგმავს. დღევანდელი მდგომარეობით არ ვყოფილვარ ისეთი საუბრის მონაწილე, სადაც საპარლამენტო არჩევნები განიხილებოდა, გარდა 2028 წელს გეგმურად დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისა. თუ რაიმე არჩევნები იქნება - იქნება 2028 წლის შემოდგომაზე. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს - პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რომ მარტში რაიმე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იყოს”, - აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რითაც მათივე ინფორმაციით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, „რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა“.

როგორც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე