პეტრე ცისკარიშვილი მიხეილ სააკაშვილის განაჩენზე - ყველაფერი წინასწარ „ოცნების“ პოლიტიკურ კაბინეტებშია დაწერილი - დარწმუნებული ვარ, მას საქართველოს ისტორია გაამართლებს

მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა და ყველაფერი ძალაში დატოვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას საქართველოს ისტორია გაამართლებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილი შეფასებით, საქმე გვაქვს არა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, არამედ ბიძინა ივანიშვილის და პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალებების შესრულებასთან.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის, ასევე სამოქალაქო და ფინანსურ ნაწილში მაქსიმალურად დაამძიმონ.

„ამ პროცესს სასამართლოსთან და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. ყველაფერი წინასწარ „ოცნების“ პოლიტიკურ კაბინეტებშია დაწერილი. მოსამართლეები, რომლებიც ვერდიქტს კითხულობენ, მათი პოლიტიკური დაჯგუფების ჭანჭიკები არიან. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი მართლმსაჯულება გვაქვს!

რაშიც ეს თანხები დაიხარჯა, 2013 წლიდან მოყოლებული ზუსტად ანალოგიურად, ანალოგიური სისტემით „ოცნების“ ხელისუფლების თანამდებობის პირების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ იხარჯება, რისი გასაჯაროებაც „ოცნების“ რეჟიმს არ სურს. შესაბამისი დოკუმენტები საიდუმლოდ დარჩა. ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის განკარგვის უფლებამოსილებაც სახელმწიფო უმაღლეს პირებს ეკისრებათ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდადებულების, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. მოსამართლეთა პალატის მიერ უცვლელი დარჩა სააკაშვილისთვის მისჯილი 9- წლიანი თავისუფლების აღკვეთა და ასევე, თეიმურაზ ჯანაშიასთვის მისჯილი 300 000-ლარიანი ჯარიმა.

პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. ამასთან, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს სამოქალაქო სარჩელი დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილს და სდსს-ის თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს