თაზო დათუნაშვილი - კომიკური და უდიდესი უტიფრობაა, რომ ერთი ხელით დანაშაულს სჩადის მთელი ძალოვანი სისტემა „ქურდული სამყაროს“ დახმარებით და მეორე ხელით თავისი შემოქმედების გამოძიებას იწყებს

კომიკური და უდიდესი უტიფრობაა, რომ ერთი ხელით დანაშაულს სჩადის მთელი ძალოვანი სისტემა “ქურდული სამყაროს“ დახმარებით, მეორე ხელით კი თავისი შემოქმედების გამოძიებას იწყებს, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ფაქტს.

დათუნაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ შავ სამყაროსთან თანამშრომლობით ასამარებს საქართველოში დემოკრატიას.

„უბრალოდ კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი. ჩვენ გვახსოვს ასეთი გამოძიებების ფორმალურად დაწყება, მაგალითად, წინა არჩევნებზე. გვახსოვს ასეთი შემთხვევა ქარელში და კიდევ სხვა ადგილებში, როცა საპარლამენტო არჩევნებზე იგივე ტიპის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და ეს გამოძიება არსად წასულა. ზუსტად იგივე ბედი ელის ამ გამოძიებას. არავითარი იმედი არ გვაქვს, რომ რამეს გამოიძიებენ, იმიტომ, რომ დანაშაულის ჩამდენი არის თავად ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დღეს გადაბმულია და გადაჯაჭვულია შავ სამყაროსთან, „კანონიერ ქურდებთან“ და მათი ხელით, მათი მხარდაჭერით და მათთან ერთად ცდილობს, რომ დემოკრატიული პროცესი დაასამაროს ამ ქვეყანაში არჩევნების სახით“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

„ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება, მათ შორის ის პირი, ვინც ფიგურირებს აუდიოჩანაწერში“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში.

შეგახსენებთ იმასაც, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რითაც მათივე ინფორმაციით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, „რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა“.

როგორც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე