„ალდაგი“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორია

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორია, რომლის მიზანია, საქართველოში, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ხარისხისა და ინოვაციების წახალისება. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2015 წელს დაარსდა, როგორც პირველი პროფესიული პლატფორმა და წელს, მეათე, საიუბილეო დაჯილდოება გამართა.

„ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს, საქართველოში ტურიზმის განვითარებას. „ალდაგი“ არის პირველი კომპანია, რომელმაც წლების წინ პირველმა შექმნა სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტი და მას შემდეგ ვცდილობთ, ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი ტურისტული კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლისთვის. დავაჯილდოვეთ საუკეთესო გამყვანი ტურისტული კომპანია და ამით სიმბოლურად გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა ტურისტული სფეროს მიმართ“, - განაცხადა „ალდაგის“ მარკეტინგის დირექტორმა, ქეთევან მაღალაშვილმა.

მათივე ცნობით, „ალდაგი“ სანდო პარტნიორია როგორც ტურისტული კომპანიებისთვის, ისე ინდივიდუალური მოგზაურებისთვის.

„ალდაგი“ მრავალი წელია ლიდერის პოზიციებს არ კარგავს ბაზარზე და არის სანდო პარტნიორი როგორც ტურისტული კომპანიებისთვის, ისე ინდივიდუალური მოგზაურებისთვის. „ალდაგი“ მომხმარებლებს მათზე მორგებულ პაკეტებს სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი პაკეტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა