ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურში 135 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ, რომლის თანახმადაც სამხედრო სამსახურში 135 000 რუსეთის მოქალაქეს გაიწვევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე განხორციელდეს 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეების გაწვევა, რომლებიც რეზერვში არ იმყოფებიან და სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან, 135 000 ადამიანის ოდენობით“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაში.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, აღნიშნული რაოდენობით მოქალაქეების გაწვევა 2016 წლის შემდეგ რუსეთში ყველაზე მასშტაბურ საშემოდგომო გაწვევის კამპანიას წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს