ბაიბა ბრაჟე - საქართველოს მთავრობის პოლიტიკა საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს - ლატვია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს. ამის შესახებ ბრაჟემ X-ზე დაწერა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.

საქართველოს მთავრობის პოლიტიკა საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს. ლატვია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს“, - წერს ბაიბა ბრაჟე.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა