კახა კალაძე - მნიშვნელოვანი დღეა გლდანისთვის - იხსნება იუსტიციის სახლის ფილიალი, სადაც შესაძლებელი იქნება 500-მდე სახელმწიფო სერვისის მიღება

გლდანში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან ერთად დაესწრო.

„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა გლდანისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რადგან ამ რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, სადაც ყოველდღიურად შესაძლებელი იქნება 500-მდე სახელმწიფო სერვისის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადგილობრივებს მუნიციპალური სერვისების მიღება გლდანის რაიონის გამგეობაში შეუძლიათ. გუშინ გვქონდა შესაძლებლობა, რაიონში გაგვეხსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე გლდანის ტბის გარშემო, დღეს კი საშუალება მქონდა, ახალი საბავშვო ბაღი გამეხსნა ზაჰესში. დღესვე იხსნება იუსტიციის სახლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი. იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. გქონდეთ ჩვენი, მუნიციპალიტეტის, მერიის თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერის იმედი. ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი საჭირო და აუცილებელი პროექტები განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალი ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №81-შია განთავსებული და 3 799 კვადრატულ მეტრს მოიცავს. დედაქალაქში, იუსტიციის სახლის ცენტრალური და გლდანის ფილიალების გარდა, ვარკეთილის ფილიალიც მუშაობს. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში განხორციელდება, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 125 ფილიალში, ყოველდღიურად, 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი