ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ „ჰამასი“ დონალდ ტრამპის გეგმას უარყოფს, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს

თუ „ჰამასი“ შეთანხმებას უარყოფს, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ მის ღაზას სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს.

„მჯერა, რომ დღეს ღაზაში ომის დასრულებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვფიქრობ, დღეს ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა, მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ვქმნით“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის გეგმა ღაზაში ომის დასრულების შესახებ, ისრაელის ომის მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს.

ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თუ „ჰამასი“ შეთანხმებას უარყოფს, მაშინ „ისრაელი საქმეს დაასრულებს“.

„ეს შეიძლება მარტივი ან რთული გზით გაკეთდეს. თუ „ჰამასი“ თქვენს გეგმას უარყოფს, ან თითქოს დათანხმდებიან და შემდეგ მის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებენ, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა