კნუტ აბრაჰამი - რისი იძულებითი მოწმეებიც ახლა ვართ საქართველოში, არის არა მხოლოდ ევროპული ღირებულებების, არამედ მთლიანად ევროპული ცივილიზაციის რღვევა

რისი იძულებითი მოწმეებიც ახლა ვართ საქართველოში, არის არა მხოლოდ ევროპული ღირებულებების, არამედ მთლიანად ევროპული ცივილიზაციის რღვევა, - ამის შესახებ სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე გერმანელმა პარლამენტარმა, "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიიდან, კნუტ აბრაჰამმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დევნა, მათი ლიდერების დაპატიმრება, უბრალოდ მიუღებელი და აბსოლუტურად დაუშვებელია. გერმანელი პარლამენტარის თქმით, მთავარი არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

"როცა საქართველოში ჩემს ვიზიტებს ვიხსენებ, ის ყოველთვის წარმომიდგება, როგორც ევროპულ ცივილიზაციაში ღრმად ფესვგადგმული ქვეყანა. მაგრამ უნდა ვთქვა - ის, რისი იძულებითი მოწმეებიც ახლა ვართ, არის არა მხოლოდ ევროპული ღირებულებების, არამედ მთლიანად ევროპული ცივილიზაციის რღვევა. ოპოზიციის დევნა, მათი ლიდერების დაპატიმრება - უბრალოდ მიუღებელია, აბსოლუტურად დაუშვებელია. განსაკუთრებით ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მხრიდან.

როგორც გერმანელი, მე ყოველთვის ვამაყობ გერმანულ-ქართული ურთიერთობებით, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ანბანის მიხედვით ახლოს ვართ ერთმანეთთან; მე ყოველთვის ვგრძნობ, რამდენად ღრმაა მეგობრობა ამ ორ ქვეყანას შორის და მინდა, მადლიერება გამოვხატო ქართულ-გერმანული მეგობრობის მარშის მიმართ, რომლის შესახებ რეპორტაჟიც გუშინ ვნახეთ.

მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ იმას, რაც ჩემმა კოლეგებმა უკვე აღნიშნეს - მთავარი არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება", - განაცხადა გერმანელმა პარლამენტარმა, რომლის განცხადების თარგმანსაც "კოალიცია ცვლილებისთვის" ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს