ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას მივესალმები - ევროკავშირი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს

ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას მივესალმები, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ღაზაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის მზადყოფნას მივესალმები. მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. ევროკავშირი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, საომარი მოქმედებები უნდა დასრულდეს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა მოხდეს და ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს.

„ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზად რჩება, სადაც ისრაელელი და პალესტინელი ხალხი ერთმანეთის გვერდიგვერდ, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, ძალადობისა და ტერორიზმისგან თავისუფალ გარემოში იცხოვრებს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ თეთრმა სახლმა ღაზაში ომის დასასრულებლად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „ყოვლისმომცველი გეგმა“ გამოაქვეყნა. გეგმა 20 პუნქტისგან შედგება. გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება“. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „ჰამასი“ მძევლებს გაათავისუფლებს. გეგმის მიხედვით, ომის დასრულების შემდეგ ღაზას გარდამავალი, ტექნოკრატიული, აპოლიტიკური პალესტინის კომიტეტი უხელმძღვანელებს.

დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელი მის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა