ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია - იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

მშვიდობის შენარჩუნება ყოველთვის იყო ევროკავშირის მთავარი ამოცანა და მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუმენტები დროთა განმავლობაში განსხვავდებოდა, მიზანი იგივე დარჩა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 3 წელი და 7 თვე გავიდა. უკრაინა აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას ბრძოლის ველზე და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია. ბოლო 1000 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის მხოლოდ 1% დაიპყრო. ეს მიუხედავად იმისა, რომ წელს ბრძოლის ველზე მეოთხედ მილიონზე მეტმა რუსმა დაკარგა სიცოცხლე“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა სულ უფრო იზრდება.

„რუსეთი კი სულ უფრო მეტი ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ ექცევა. საპროცენტო განაკვეთები 17%-ია, ხოლო ინფლაცია 10%-ზე გაცილებით მაღალი. მტკიცედ მჯერა, რომ იმ მომენტში ვართ, როდესაც ჩვენი მხრიდან გადამწყვეტმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა