თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ფაქტზე ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე ბრალდებული 5 პირის, მათ შორის, ძმებ მიქაძეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ფაქტზე ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე ბრალდებული 5 პირის, მათ შორის, ძმებ მიქაძეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ პროცესზე დაკავებული 3 პირის - გიორგი მიქაძის, მამუკა ბაღდავაძისა და გიორგი კაჭკაჭაშვილის, ასევე, ძებნაში მყოფი დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, მან გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და დანაშაული დაფარა.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით 3 პირი - გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი დააკავეს. გიორგი ჯოხაძისა და დავით მიქაძის მიმართ კი ძებნა არის გამოცხადებული.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია