ლევან მაჭავარიანი - როცა ბაჩიაშვილის დედა ამბობს, ივანიშვილთან ახლობლობა აკავშირებდა და რატომ არის მსჯავრდებულიო, მიუთითებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - როდესაც ადამიანი თაღლითობას სჩადის ახლობელთან, ვინც ფეხზე დააყენა, ორმაგად ამორალურია

ბაჩიაშვილის დედა რომ საუბრობს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობა აკავშირებდა და აქედან გამომდინარე, რატომ არის ბაჩიაშვილი მსჯავრდებული, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „როდესაც ადამიანი თაღლითობას სჩადის, ის უკვე უნამუსო და უსინდისოა, თუმცა როდესაც თაღლითობას სჩადის თავის ახლობელთან, რომელმაც ფეხზე დააყენა, ფული ანდო და აშოვნინა, ეს კიდევ ორმაგად ამორალური საქციელია“.

„ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. სასამართლოს აქვს მტკიცებულებების უმაღლესი სტანდარტი, რის მიხედვითაც ბაჩიაშვილი არის თაღლითობაში მსჯავრდებული. მანდ კითხვის ნიშანი არ არსებობს. გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახმა ფული გაათეთრა თუ არა, რა თქმა უნდა რელევანტურია, თუმცა უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

ბაჩიაშვილის დედა რომ საუბრობს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობა აკავშირებდა და აქედან გამომდინარე, რატომ არის ბაჩიაშვილი მსჯავრდებული, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე. მით უმეტეს, როდესაც ადამიანი თაღლითობას სჩადის ის უკვე უნამუსო და უსინდისოა და როდესაც თაღლითობას სჩადის თავის ახლობელთან, რომელმაც ფეხზე დააყენა, ფული ანდო და აშოვნინა, ეს კიდევ ორმაგად ამორალური საქციელია. შესაბამისად, ამით აპელირება ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად "აუცილებელ მოქმედებებში" გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო.

კერძოდ, პროკურატურის ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.

ორივე პირის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის