ალექსანდრ სტუბი - ფინეთმა გადაწყვიტა, დანიაში დრონების საწინააღმდეგო კონტინგენტი გაგზავნოს

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, დანიას თავის დაცვაში დაეხმარება.

მისი თქმით, ფინეთი დანიაში დრონების საწინააღმდეგო კონტინგენტს გაგზავნის და ფინეთის სასაზღვრო დაცვა მხარდაჭერას გაუწევს ქვეყანას.

„ფინეთი სრულად უჭერს მხარს დანიას საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და იმ ჰიბრიდული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობებში, რომელიც ბოლო დღეებსა და კვირებში ვიხილეთ. ამ მხარდაჭერის კონკრეტული მიზნით, ფინეთმა დღეს გადაწყვიტა, დანიაში უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო კონტინგენტი გაგზავნოს. ფინეთის სასაზღვრო დაცვაც საკუთარი შესაძლებლობებით დახმარებას გაუწევს“, - აღნიშნა სტუბმა.

მისი თქმით, ეს არის სკანდინავიური თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი.

„გავაგრძელებთ ჩვენი მიდგომების დაახლოებას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროპაში შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე