გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, „ნიკორამ“ 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

სს „ნიკორამ“, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 120-მილიონიანი პროგრამის ფარგლებში, პირველი ტრანშის სახით 60 მილიონი ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთად სამ თვიან TIBR-ს პლიუს 3.50%, ხოლო ვადად 5 წელი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების ინვესტორერთა წრე მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კერძო ინვესტორებს, ასევე ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს და საქართველოს საპენსიო ფონდს. ობლიგაციებით მოზიდულ სახსრებს კი კომპანია კაპიტალური დანახარჯებისთვისა და არსებული ობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფში შემავალი სს„ნიკორა ტრეიდი“ არის პირველი კომპანია ვაჭრობის სფეროში, რომელმაც 2016 წელს, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები, ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით გამოუშვა.

„მოხარულები ვართ, რომ განხორციელდა კიდევ ერთი წარმატებული ემისია. წლების განმავლობაში „ნიკორა ჯგუფი“ ინარჩუნებს სანდოობის მაღალ დონეს მომხმარებლებსა და ინვესტორთა შორის, რაც წლიდან წლამდე მის სტაბილურ და დინამიურ ზრდაში გამოიხატება. ჩვენ ვახორციელებთ ინტენსიურ ინვესტირებებს საწარმოო სიმძლავრეების, საცალო ქსელის და ლოგისტიკის განვითარების მიმართულებებით, საკვები პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის ინტეგრაციის და ეფექტურობის ზრდის მიზნით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ გალტ & თაგარტს გაწეული სამუშაოსთვის და ვიმედოვნებთ, რომ მოგვეცემა საშუალება კიდევ მრავალი წარმატებული ტრანზაქცია განვახორციელოთ ერთობლივად“ - აცხადებს ირაკლი ბოქოლიშვილი, სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორი.

„ნიკორას ჯგუფთან პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის – სწორედ გალტ & თაგარტის ხელშეწყობით, წლების წინ კომპანიამ პირველი ობლიგაციები განათავსა. ვამაყობთ, რომ ნიკორა ზრდისა და განვითარების გზაზე კვლავაც ჩვენი პარტნიორია და დარწმუნებული ვართ, ერთად, მომავალშიც მრავალ საინტერესო ტრანზაქციას შევთავაზებთ ბაზარს. ინვესტორების დივერსიფიცირებული წრე კომპანიისადმი მაღალ სანდოობაზე მეტყველებს და ვულოცავთ ნიკორას კიდევ ერთ წარმატებულ ტრანზაქციას“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

ნიკორა ჯგუფი ქვეყნის მასშტაბით კვების ინდუსტრიაში ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და საცალო მოვაჭრეა. იგი 1998 წელს დაარსდა. კომპანიის ჯგუფში შემავალი კომპანიები საცალო ვაჭრობის, კვების პროდუქციის წარმოების, სასმელების და ნედლეულის იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით ოპერირებენ.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია