სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა სათათბირო ორგანოს განახლებული შემადგენლობა წარადგინა და საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მოწვეულ წევრთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საბჭოს ახალმა წევრებმა სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრაზე შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს და საბჭოს წევრების მიერ დაყენებული საკითხები განიხილეს.

საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრას ფასილიტაცია სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ გაუწია.

სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს 39-ე შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!