რუსეთმა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა 2025 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

რუსეთმა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა 2025 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მინისტრთა კაბინეტი ავრცელებს.

კერძოდ, რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა გაახანგრძლივა და შეზღუდვები შემოიღო საწვავის სხვა სახეობებზე.

ახალი განკარგულებით, საავტომობილო ბენზინის ექსპორტი 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლითაა გახანგრძლივებული და ის ყველა ექსპორტიორს შეეხება, მათ შორის უშუალო მწარმოებლებსაც. აქამდე, მწარმოებლებს ბენზინის ექსპორტი სექტემბრის ბოლომდე ჰქონდათ აკრძალული, ხოლო არამწარმოებლებს - ოქტომბრის ბოლომდე.

კიდევ ერთი განკარგულებით, 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იკრძალება დიზელის საწვავის, საზღვაო საწვავისა და სხვა გაზოილების ექსპორტი, მათ შორის ბირჟაზე შესყიდულების. თუმცა შეზღუდვები დიზელის საწვავის მწარმოებლების ექსპორტს არ ეხება.

ცნობისთვის, რუსეთმა ბენზინის ექსპორტი 2025 წლის ივნისის ბოლოს აკრძალა ფასების ზრდის გამო. აგვისტოში ეს აკრძალვა გაახანგრძლივეს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს