კახა კალაძე - „პარაგრაფ თაბორი“ გამორჩეული არქიტექტურით და უნიკალური მდებარეობით მალე ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება

როგორც თბილისის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ თანამონაწილე გავხდი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის და დღეს მაქვს პატივი, მივულოცო თბილისელებს „პარაგრაფ თაბორის” გახსნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სასტუმრო კომპლექსის „პარაგრაფ თაბორის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, „პარაგრაფ თაბორი“ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია.

„მოხარული ვარ, რომ თბილისს შეემატა სივრცე, რომელიც თავისი გამორჩეული არქიტექტურით და უნიკალური მდებარეობით, მალე ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება. „პარაგრაფ თაბორი“ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია. სასტუმროს, გოლფის მოედნებისა და საბაგიროს ინვესტიცია ჯამში 500 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. როგორც თბილისის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ თანამონაწილე გავხდი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის და დღეს მაქვს პატივი, მივულოცო თბილისელებს “პარაგრაფ თაბორის” გახსნა. სასტუმრო მდებარეობს თაბორის მთაზე, რომელიც საბაგირო გზით არის დაკავშირებული თავისუფლების მოედანთან. როგორც ხედავთ, აქედან საუცხოო ხედი იშლება, ხელისგულივით მოჩანს მთელი თბილისი. აქვეა ეროვნული ბოტანიკური ბაღი, დედაქალაქის კიდევ ერთი სიამაყე და მშვენება, რომლის განვითარებაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე ახალი ტურისტული მნიშვნელობის ობიექტის შექმნისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ იმისთვის, რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მოინიშნა ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის მქონე ადგილი, “პარაგრაფ თაბორის” სახით.

რასაკვირველია, უდიდესი მადლობა ეკუთვნის ადამიანს, ვინც სული ჩაუდგა ამ პროექტს და კიდევ ერთი უნიკალური ადგილი შემატა თბილისს - მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი პროექტების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.

„ჩვენ, მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, მომავალშიც ხელს შევუწყობთ ქალაქში მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას - პროექტების, რომელთაც მოაქვთ პრესტიჟი დედაქალაქისთვის, ზრდიან ტურისტულ პოტენციალს, ხელს უწყობენ მოქალაქეების დასაქმებას და კიდევ უფრო ალამაზებენ თბილისს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს