აქტივისტები - ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე, გელა ხასაია და სხვა სინდისის პატიმრები აუცილებლად გარეთ იქნებიან

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე, გელა ხასაია და სხვა სინდისის პატიმრები აუცილებლად გარეთ იქნებიან, - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დაკავებულ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრს, გელა ხასაიას მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც აქტივისტების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა, მათი ბრძოლა გაგრძელება მანამ, სანამ „ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან არ წავა.

„გელა ხასაია არ არის ჩვენს გვერდით, რომელიც ჩვენს გვერდზე იდგა ყოველდღიურად. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. აუცილებლად გელა ხასაია და სხვა სინდისის პატიმრები გარეთ იქნებიან. ჩვენ „ქოცებისგან“ ის განგვასხვავებს, რომ არასდროს მივატოვებთ ჩვენს მეგობრებს, თანამებრძოლებს და ყოველთვის ვიბრძოლებთ მათი თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ გაიმარჯვოს და მოვიშოროთ ეს ჭირი, რომელიც „ქართული ოცნების" სახით გვყავს და რომელიც ასე გვაკარგვინებს ჩვენს იდენტობას. ამიტომ, ბრძოლა გრძელდება და ბრძოლა დასრულდება აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით, აუცილებლად ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამას“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტებმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას