პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

პროტესტის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დაკავებულ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიას.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი 307 დღეა მიმდინარეობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება