ალექსანდრ სტუბი - დონალდ ტრამპი, დაინახა რა რომ რუსებთან თაფლაკვერი იშვიათად მუშაობს, მათრახის სცენაზე გადავიდა

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თაფლაკვერის პოლიტიკიდან მათრახის პოლიტიკაზე გადავიდა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ რუსებთან თაფლაკვერი იშვიათად მუშაობს, ის მათრახის სცენაზე გადავიდა. ახლა საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად დიდი იქნება მათრახი“, - განაცხადა სტუბმა მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი, „თუ არა 24 საათის განმავლობაში, ყოველდღე ცდილობს ომის დასრულებას“.

„მას ჩანთაში 14 ჯოხი აქვს. არ არის საჭირო „გარიგების ხელოვნების“ წაკითხვა იმის გასაგებად, თუ როგორ აწარმოებს პრეზიდენტი ტრამპი მოლაპარაკებებს. ეს არატრადიციულია, მაგრამ საკმაოდ შედეგზე ორიენტირებული. თუ პუტინი ალასკის შემდეგ გააგრძელებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანად მოახდენს რეაგირებას“, - აღნიშნა სტუბმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს