ალექსანდრე თვალჭრელიძე - 4 ოქტომბრის არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული და უალტერნატივო არჩევნები იქნება, გახლეჩილია ოპოზიცია, ერთიანი პოზიციის არარსებობა და მკვეთრი დაპირისპირებაა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები ჩატარდება. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, ბევრი არჩევნები გვახსოვს, მაგრამ, მოახლოებულ არჩევნებს, პრაქტიკულად არც ერთი არ ჰგავს.

ვითარება, რომ ბევრი თვალსაზრსით ერთდროულად საკმაოდ პოლარიზებულიცაა და დამძიმებული, ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, დარწმუნებული ვართ, თავადაც ადევნებთ თვალს, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას.

როგორ შეაფასებდით საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარებას?

რჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს და იმ ინსტიტუტებს, რომლებმაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყონ?

- როგორც უცნობის ერთ-ერთ ადრეულ სიმღერაშია, „ქვეყანაში ფერებია მუქი“. 4 ოქტომბრის არჩევნები, ალბათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული არჩევნები იქნება, იმიტომ რომ პრაქტიკულად უალტერნატივოა. გახლეჩილია ოპოზიცია, ერთიანი პოზიციის არარსებობა, ოპოზიციაში მკვეთრი დაპირისპირება...

უნდა ითქვას, რომ საქართველოში, როგორც მას უახლოესი ისტორია გვასწავლის, არჩევნებს არა იდეები, არამედ პიროვნებები იგებენ. ეს გააკეთეს ზვიად გამსახურდიამ, და არა მისმა „მრგვალმა მაგიდამ,“ ედუარდ შევარდნაძემ, და არა მისმა მოქალაქეთა კავშირმა, მიხეილ სააკაშვილმა, და არა მისმა „ნაცმოძრაობამ“ და ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა, და არა მისმა „ქართულმა ოცნებამ.“ პოლიტიკური სარბიელიდან ამ ლიდერების წასვლა ავტომატურად შესაბამისი პარტიის გაქრობას გულისხმობს.

4 ოქტომბრის არჩევნები, ალბათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრაქტიკულად ულტერნატივო არჩევნები იქნება, გახლეჩილია ოპოზიცია, ერთიანი პოზიციის არარსებობა, და მკვეთრი დაპირისპირება...

ახლანდელ ოპოზიციურ ფრთაზე მკვეთრად გამოხატული ლიდერი არ ჩანს და ასეთ ვითარებაში, ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით, არჩევნების მოგება შეუძლებლად მიმაჩნია.

და კიდევ ერთი. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ 4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მმართველობა დაემხობა და ხალხი გაიმარჯვებს. მაგრამ, ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილისაგან განსხვავებით, მათ არავითარი სამოქმედო გეგმა არ გააჩნიათ, ჯერ ერთი, იმიტომ რომ ძალაუფლების დამხობის თვითონაც არ სჯერათ და მეორეც, მეჩვენება, რომ ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებლობის აღებისთვის საერთოდ მზად არ არიან.

ასეთი უტოპისტური მიდგომები, ვთქვათ მკვეთრად, ტყუილები, რასაკვირველია, მოსახლეობაში შეუმჩნეველი არ რჩება და ჩვენი თანამემამულეები იმოქმედებენ პრინციპით „შინაური ჭირი მარგებელია“.

- საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ტარდება ვითარებაში, როცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი სულ უფრო გაუგებარი ხდება. ასეთი შეფასება, რბილად რომ ვთქვათ, ყველაზე რბილიც კია იმასთან შედარებით, თუ რა შეფასებებს აკეთებენ ამ თემაზე ხელისუფლების ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები.

საქართველოს ხელისუფლებას გართულებული აქვს ურთიერიერთობები ევროკავშირთან, ევროპის წამყვან ქვეყნებთან, რომლებიც აქამდე იყვნენ და დღემდე რჩებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერებად.

დაპირებების მიუხედავად საქართველოს აშშ-თან ურთიერთობები არ და ვერ გამოსწორდა. ოფიციალური თბილისი ვაშინგტონს „სუფთა ფურცლიდან“ ურთიერთობების დაწყებას სთავაზობს, ვაშინგტონიდან კი ჯერჯერობით, არანაირი პასუხი არ ჩანს. მეტიც, ვხედავთ რომ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება საკმაოზე მეტად კრიტიკულია.

თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას?

სავავარუდოდ, რას შეიძლებას ნიშნავდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „ბრიუსელთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა“?

- გააჩნია კი საერთოდ ჩვენ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკური სტრატეგია? თუ „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა“ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცუგცვანგის პრინციპით მოქმედებს? შეიძლება კი, რომ შენი ყველაზე ახლო პარტნიორი ისეთი ოდიოზური ფიგურა იყოს, როგორც ვიქტორ ორბანია?

მეჩვენება საერთოდ, რომ ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებს პროვინციალიზმის დაღი ადევს. რად ღირს, თუნდაც, მოწოდებები აშშ-ს ადმინისტრაციის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ? და იმ განცხადებებსაც, რომ თურმე აშშ-ს არა დონალდ ტრამპი, არამედ „დიფ სტეიტი“ მართავს?

ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებს პროვინციალიზმის დაღი ადევს. რად ღირს, თუნდაც, მოწოდებები აშშ-ს ადმინისტრაციის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ? და იმ განცხადებებსაც, რომ თურმე აშშ-ს არა დონალდ ტრამპი, არამედ „დიფ სტეიტი“ მართავს?

ჩვენმა ხელისუფლებამ გეზი ხისტ, ავტორიტარულ მმართველობაზე აიღო. შეგვიძლია ერთ დღეს ასეთი ცვლილებების მიზეზებიც სერიოზულად გავაანალიზოთ. მთავრობა ბიძინა ივანიშვილის განცხადების ერთგულია და არჩევნების შემდეგ, მის რიტორიკას თუ გავყვებით, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვას გეგმავს, რისთვისაც ყველაზე ცუდი მომენტი გამონახა.

და მერე უკვირს, რომ მთავრობის წარმომადგენლებს არავინ ელაპარაკება. გაიხსენონ ნიუტონის კანონი: უკუმედება ქმედების ტოლია.

- „ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ოპოზიციური ფლანგის მეორე ფრთა მოახლოებულ არჩევნებს „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს და თავის მომხრეებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 4 ბარიერგადალახული პარტიიდან, 4 ოქტობრის არჩევნებში ორივე მონაწილეობს, ორი ბოიკოტში.

ვხედავთ, რომ ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები აცხადებენ - ერთნი იმას, რომ „არჩევნებში დაამარცხებენ რუსულ ოცენებას“, მეორენი კი ამბობენ რომ „ბოიკოტით დაამარცხებენ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს“.

თქვენ როგორ შეაფასებდით 4 ოქტომბრის არჩევნებისადმი ოპოზიციური ორი ფლანგის, დიამეტრალურად განსხვავებულ პოზიციებსა და ტაქტიკასა და სტარატეგიებს, რომელიც ყველა შემთხვევაში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს?

- თქვენ კითხვას თვითონვე უპასუხეთ. ქართული ღერბის დევიზია „ძალა ერთობაშია“. ამიტომ, ოპოზიციაში ნებისმიერი განხეთქილება გეომეტრიული პროგრესიით აძლიერებს „ქართულ ოცნებას“.

ოპოზიციაში ნებისმიერი განხეთქილება გეომეტრიული პროგრესიით აძლიერებს „ქართულ ოცნებას“

რამდენჯერ უნდა გავიმეორო უმარტივესი ჭეშმარიტება: არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომა იყო, მაგრამ თუ ოპოზიციური ფრთის უდიდესმა ნაწილმა ეს სტრატეგია აირჩია, მას ყველა უნდა გაყოლოდა.

არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომა იყო, მაგრამ თუ ოპოზიციური ფრთის უდიდესმა ნაწილმა ეს სტრატეგია აირჩია, მას ყველა უნდა გაყოლოდა

- არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებით დამარცხების შანსები არა აქვთ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყნის მთელი ადმინისტრაციული რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც არჩევნებისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული ვარაუდობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 4 ოქტომბრის დასრულებას. მაგრამ, ხელისუფლება რომ ძალაუფლების დათმობას არ აპირებს, მათი განცხადებებიდანაც ჩანს. ანუ ის, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლება ძალის გამოყენებას არ მოერიდება.

თქვენ რა მოლოდინები გაქვთ 4 ოქტომბრის არჩევნების დღესთან დაკავშირებით? სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები 4 ოქტომბრის შემდეგ ?

- ტყუილად აქვთ 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის იმედი. „ვარდების რევოლუცია“ წარმატებული იყო იმის გამო, რომ ხელისუფლების წიაღში განხეთქილება მოხდა, ხოლო ძალოვან სტრუქტურებში ღალატი გამოიჩეკა.

2003 წლისაგან განსხვავებით, დღეს ვითარება ძირფესვიანად განსხვავებულია, ოპოზიციას უნარი არ შესწევს შესთვაზოს მოსახლწობას რაიმე სახის მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ალტერნატივა. ხალხი თუ მშვიდად იდგება რუსთაველზე, მერწმუნეთ, პარლამენტის შენობას არავინ დაცლის, ხოლო ნებისმიერი მოწოდება, ან, უფრო სწორად, პროვოკაცია პარლამენტის შენობაში „მშვიდობიანი შეჭრისკენ“ უსასტიკესად იქნება დასჯილი.

2003 წლისაგან განსხვავებით, დღეს ვითარება ძირფესვიანად განსხვავებულია, ოპოზიციას უნარი არ შესწევს შესთვაზოს მოსახლწობას რაიმე სახის მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ალტერნატივა. ხალხი თუ მშვიდად იდგება რუსთაველზე, მერწმუნეთ, პარლამენტის შენობას არავინ დაცლის, ხოლო ნებისმიერი მოწოდება, ან, უფრო სწორად, პროვოკაცია პარლამენტის შენობაში „მშვიდობიანი შეჭრისკენ“ უსასტიკესად იქნება დასჯილი

მერწმუნეთ, დემონსტრაციის ყველაზე სასტიკი დარბევის ტექნოლოგიები ჩვენ ჯერ არ გვინახავს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო