შალვა პაპუაშვილი - 27 სექტემბერს მოვისმინეთ სუვერენიტეტის მხარდაჭერა - ზოგიერთი უცხოელის მიმართ სურვილი მექნება: ფართოდ გაახილონ თვალები და ქართველი ხალხის არჩევანს ჩახედონ, ეს არის სუვერენიტეტის პატივისცემა, თუკი ამ სიტყვას სერიოზულად გულისხმობენ

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ზოგიერთი უცხო ქვეყნის მხრიდან მოვისმინეთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა - ჩვენ ერთადერთი რამ გვაინტერესებს, თუ იაზრებენ ამ სიტყვის მნიშვნელობას, თუ რას ნიშნავს სუვერენიტეტის მხარდაჭერა?! საქართველოს სუვერენიტეტი მხოლოდ ერთი გეოგრაფიული მიმართულებით და ერთ ქვეყანასთან დაკავშირებით არ მოქმედებს! საქართველოს სუვერენიტეტი მოქმედებს წრიულად - ყველა ქვეყნის მიმართ ჩვენს გარშემო, ჩვენს საზღვრებთან თუ საზღვრებიდან მოშორებით! - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში გააკეთა მიმართვა იმის თაობაზე, რომ “დაფიქრდნენ, რას ნიშნავს ხალხის არჩევანი, დემოკრატია, სუვერენიტეტი და შეცდომა, რომელიც 2024 წლის არჩევნების დროს დაუშვეს, 4 თუ 5 ოქტომბერს არ გაიმეორონ“.

პაპუაშვილმა ამომრჩეველსაც მიმართა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე გამოცხადდნენ და მხარი დაუჭირონ მათ.

„4 ოქტომბერი მუნიციპალური არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ ჯერზეც სწორ არჩევანს გააკეთებს.

ზოგიერთი უცხოელის მიმართ ერთადერთი სურვილი მექნება: - ფართოდ გაახილონ თვალები და ქართველი ხალხის არჩევანს ჩახედონ. ეს არის სუვერენიტეტის პატივისცემა თუკი ამ სიტყვას ვინმე სერიოზულად გულისხმობს.

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ზოგიერთი უცხოელი ქვეყნისგან მოვისმინეთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა - ერთადერთი რამ გვაინტერესებს, თუ იაზრებენ ამ სიტყვის მნიშვნელობას თუ რას ნიშნავს სუვერენიტეტის მხარდაჭერა?! საქართველოს სუვერენიტეტი მხოლოდ ერთი გეოგრაფიული მიმართულებით და ერთ ქვეყანასთან დაკავშირებით არ მოქმედებს! საქართველოს სუვერენიტეტი მოქმედებს წრიულად - ყველა ქვეყნის მიმართ ჩვენს გარშემო, ჩვენს საზღვრებთან თუ საზღვრების მოშორებით!

ყველას მიმართ და ყველასგან სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას გულისხმობს ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა 35 წლის წინ გააკეთა და პატივი ამ არჩევანს უნდა სცენ!

ზოგიერთებმა 2024 წელს დაუშვეს შეცდომა, როდესაც იმედი ჰქონდათ, რომ არჩევნების შემდეგ ისე არევდნენ სიტუაციას, რომ ხელისუფლებაში საკუთარ სატელიტებს მოიყვანდნენ. ნახეს, რომ ქართველმა ხალხმა უცხო ძალას, რომელიც მარიონეტული რეჟიმის დასმას ცდილობს, ყველა იმედი გადაიწურა. ჩემი მოწოდება იქნება იგივე შეცდომა 4 თუ 5 ოქტომბერს არ გაიმეორონ!

დახედონ შედეგებს და ერთი წუთით დაფიქრდნენ, რას ნიშნავს ხალხის არჩევანი, დემოკრატია, სუვერენიტეტი და პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანსა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის