„ენდოჰაბის“ ორგანიზებით თბილისში 7-8 ოქტომბერს კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

2025 წლის 7-8 ოქტომბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. ენდოჰაბის ორგანიზებითა და მეიოს კლინიკის წამყვან ექპერტთა ჩართულობით გამართული კონფერენცია ქმნის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისთვის ენდოკრინოლოგიის უახლესი მიღწევების გაცნობისა და გაზიარების უპრეცედენტო შესაძლებლობას.

ენდოჰაბი-კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაცია, დაფუძნდა 2024 წელს ქართველ ენდოკრინოლოგთა გუნდის მიერ. ორგანიზაციის მისიაა ენდოკრინოლოგიის, როგორც მედიცინის დარგის, განვითარება, საზოგადოებისათვის ცოდნისა და გამოცდილების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის გამოყენებით პაციენტის განათლებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ორდღიანი კლინიკური კურსის მიზანია ენდოკრინოლოგიის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება. კურსი მოიცავს კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ პრეზენტაციებსა და ენდოკრინოლოგიის თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდების განხილვას.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ექპერტები მეიოს კლინიკიდან – მსოფლიოში რეიტინგით N1 ჰოსპიტალიდან, ასევე თბილისის მედიცინის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები. ღონისძიებას ორი დღის განმავლობაში დაესსწრება 400-მდე ქართველი და საერთაშორისო დელეგატი.

ღონისძიების მთავარი მხარდამჭერები არიან: თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM) თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსტეტი, “მედიქლაბჯორჯია”, ავერსი, ფარმაცევტული კომპანიები: AstraZeneca, Woerwag pharma.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანი მახათაძე

ენდოჰაბი- კლინიკური ედოკრინოლოგიის ასოციაცია, დირექტორი

599601991

Info@endohub.ge

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს