მიუნხენში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც „ოქტობერფესტი“ დროებით დაიხურა

მიუნხენში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც „ოქტობერფესტი“ დროებით დაიხურა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, მიუნხენში „ოქტობერფესტის“ ლუდის ფესტივალი საღამომდე დაიხურა, მას შემდეგ, რაც დღეს დილით ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქება გამოიწვია.

პოლიციაში განაცხადეს, რომ ოჯახური კონფლიქტის გამო საცხოვრებელ სახლს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

„ამჟამად, მომხდარის სხვა ადგილებთან კავშირები განიხილება, ამიტომ ფესტივალის ტერიტორიის გახსნა გადაიდო“, - განაცხადეს მიუნხენის პოლიციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა