გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძე თავისი ტანით დროშას აყენებს შეურაცხყოფას, როცა დროშაშემოხვეული დადის - „ნაცმოძრაობის“ აზრი იყო, რომ სისხლი უნდა დაიღვაროს, პაატას კი ხალხის შეცდომაში შეყვანა უნდა, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება

პაატა ბურჭულაძე თავისი ტანით ქართულ დროშას აყენებს შეურაცხყოფას, როცა დროშაშემოხვეული დადის ­- საერთოდ, არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდა, თითქოს, 4 ოქტომბრის აქცია მშვიდობიანი იქნება.

„ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძის თემა გახდა აქტუალური, ვინაიდან მან გადაწყვიტა რაღაც წარმოუდგენელი, ფანტასმაგორიული სცენარებით გაიტანოს თავი და შეინარჩუნოს პოპულარობა ამ ოპოზიციურ მოძრაობაში. მე ვიტყოდი, რომ თვითონ, თავისი სხეულით, ტანით ქართულ დროშას აყენებს შეურაცხყოფას, როცა დროშაშემოხვეული დადის. საერთოდ, არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქედან გამომდინარე, "ნაცმოძრაობას" სხვა არაფერი დარჩა თუ არა გამოვიდეს ღიად, გახსნას კარტი და პირდაპირ თქვას ის, რაზეც დიდი ხანია უარს ამბობდა. "სისხლი უნდა დაიღვაროს" იყო მათი აზრი და ეს აზრი უკვე ხმოვანი გახდა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდა პაატას, რომ ეს იქნება მშვიდობიანი [აქცია] და არაფერი არ მოხდება. ამის დასადასტურებლად რაღაც წარმოუდგენელ სულელურ კომენტარებს აკეთებს მედიის საშუალებით. "ნაციონალურ მოძრაობას" თავისი გეგმა ჰქონდა და აქვს. ეს გეგმა უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას. ანუ, ისეთი ხელისუფლების დაბრუნებას, რომელიც ყველაფერზე წავა," - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს