საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.

პროკურატურის ცნობით, ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია და სახალხო დამცველის მოადგილეები - ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე ესწრებოდნენ.

„შეხვედრის მონაწილეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ფორმატსა და კოორდინაციის მექანიზმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სისხლის სამართლის პოლიტიკას, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკას, განსაკუთრებით ალტერნატიულ, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებებს, ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდს, ადრეულ ქორწინებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, ონლაინ ძალადობას და სხვა საკითხებს.

გენერალურმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეების ეფექტიან გამოძიებასა და სახალხო დამცველის აპარატის აქტიურ ჩართულობაზე მსგავსი კატეგორიის საქმეებში.

სახალხო დამცველმა თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა და დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები ხელშესახებ შედეგს მოიტანს ერთი მხრივ დაზარალებულთა, ხოლო მეორე მხრივ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს