საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წევრ კომპანია სს „ბანკ ქართუს“ საკრედიტო რეიტინგის B+ დონემდე გაუმჯობესებას ულოცავს

2025 წლის 26 სექტემბერს, ჩატარებული შეფასების შედეგად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა სს „ბანკ ქართუს“ გაუმჯობესებული გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეიტინგის ამაღლება განპირობებულია ბანკის აქტივების ხარისხის გაუმჯობესებით, ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ზრდითა და მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით.

“ბანკმა ქართუმ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და გააუმჯობესა თავისი რეიტინგი, რაც პირდაპირ მოწმობს, როგორც შიდა მართვის მაღალი ხარისხის ეფექტიანობას, ისე ბანკის ფინანსურ სტაბილურობასა და გრძელვადიან მდგრადობას. აღნიშნული შედეგი ასახავს ორგანიზაციის უნარს, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე საბანკო სექტორის გამოწვევებს და განაგრძოს განვითარება სტრატეგიული მიზნების შესაბამისად”, - განაცხადა „ბანკი ქართუს“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს არა მხოლოდ ბანკის წარმატების აღიარებას, არამედ ასევე ზრდის მის სანდოობას ინვესტორებსა და პარტნიორებთან ურთიერთობებში.

ასევე, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეიტინგის ამაღლება განპირობებულია ბანკის აქტივების ხარისხის გაუმჯობესებით, ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ზრდითა და მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით.

„ვულოცავთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიას ბანკ ქართუს ამ საერთაშორისო აღიარებას, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. აღნიშნული მიღწევა ბანკის გუნდის პროფესიონალიზმსა და დაუღალავ შრომას ასახავს, რაც მისი გრძელვადიანი მდგრადობისა და განვითარების საფუძველია” - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება