თბილისის მერია 4 ოქტომბრის შეკრებასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძის წერილს და მერიის პასუხს ასაჯაროებს

თბილისის მერია 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძის წერილს და მერიის საპასუხო გზავნილს ასაჯაროებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პაატა ბურჭულაძის სახელით, თბილისის მერიაში შევიდა წერილი, რომელშიც განმცხადებელი ითხოვს 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟისთვის, მუნიციპალური და სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას და აღნიშნული ტერიტორიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას.

მერიის ინფორმაციით, საპასუხოდ, მათ ეცნობათ, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საზოგადოება „რუსთაველის გამზირის" საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის სახელით, თბილისის მერიის ადმინისტრაციაში შემოვიდა წერილი, რომლის შინაარსს, ისევე როგორც საპასუხო გზავნილს, ვასაჯაროებთ.

განმცხადებელი ითხოვს, 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟისთვის, მუნიციპალური და სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას და აღნიშნული ტერიტორიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას.

განმცხადებელს პასუხად ეცნობა, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას.

საპასუხო წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, „დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება".

მოქალაქეების შეკრებისა და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ასევე გააჩნიათ ვალდებულება, დაიცვან საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის