ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის საქმეზე გიორგი მიქაძემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის საქმეზე გიორგი მიქაძემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

ის ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულია და პროკურატურამ სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარა, თუმცა, როგორც რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმიდან გაირკვა, მან სასამართლოში გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

“მოგეხსენებათ, ვარ გამოძახებული გელა უძილაურის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვიყენებ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და უარს ვაცხადებ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე",- აცხადებდა მიქაძე წარმოდგენილ ოქმში.

იგივე პოზიცია აქვს ბრალდებულ და მოწმის სახით გამოძახებულ გიორგი კაჭკაჭაშვილსაც.

რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, ის სასამართლოში ჩვენებას სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე მისცემს.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.

შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია