პაატა ბურჭულაძე „ქართულ ოცნებას“ - ნუ გეშინიათ, ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ, კანონს არ დავარღვევთ, ოღონდ გაფრთხილებთ, თქვენც არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში!

ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ, კანონს არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ, თქვენც არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში! - ასე მიმართა მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ “ქართულ ოცნებას”.

ბურჭულაძემ ბრიფინგზე მერიაში შეტანილ განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შეიტანეს, საპასუხო წერილი კი თბილისის მერიამ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, არ იყვნენ ვალდებულები, თუმცა თბილისის მერია ოფიციალურად ჩააყენეს საქმის კურსში.

“მოგეხსენებათ, რომ 4 ოქტომბერს, პირველად საქართველოს ისტორიაში ტარდება ეროვნული კრება. ჩვენ, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია და კანონში არის, მივმართეთ მერიას და შევატყობინეთ. არ ვიყავით ვალდებული, რომ მოგვეთხოვა ნებართვა. შევატყობინეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ატარებს ეროვნულ კრებას და გვინდა, რომ ოთხი სცენა დაიდგას თავისუფლების მოედანზე, პარლამენტთან, ოპერასთან და რესპუბლიკის მოედანზე. ეს ჩვენ შევასრულეთ კანონიერად, მაგრამ მივიღეთ პასუხი დღეს - ძალიან ბევრნი ნუ შეიკრიბებითო და ერთი სცენა დადგითო.

ბატონებო, ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ამის დამწერს ვეუბნებით - ნუ გეშინიათ, ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ, კანონს არ დავარღვევთ, ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ხალხი, რომელსაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, ამიტომაც კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება, ეს ჩვენი კონსტიტუციით გვეკუთვნის, კანონს არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ, თქვენც არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში!”, - მიმართა პაატა ბურჭულაძემ სახელისუფლებო პარტიას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება