მაკა ბოჭორიშვილი - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსჯელობა მიდის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ევროპის რეგიონს ეხება - მნიშვნელოვანია, რომ პრემიერი მიიღებს მონაწილეობას დისკუსიებში, რომელიც ეკონომიკურ საკითხებს შეეხება

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსჯელობა მიდის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ევროპის რეგიონს ეხება - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას დისკუსიებში, რომელიც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დანიის სამეფოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი საუკეთესო შესაძლებლობაა შეხვედრებისა და კომუნიკაციისთვის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი მნიშვნელოვან ფორმატად ჩამოყალიბდა ევროპელი ლიდერებისთვის. მსჯელობა მიდის ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც შეეხება ევროპის რეგიონს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დისკუსიების მონაწილე არის საქართველო და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას დისკუსიებში, რომელიც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს. ზოგადად, საუკეთესო ფორმატია შეხვედრებისთვის, ასევე კომუნიკაციისთვის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნულ ფორმატში საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, რასაც მხარი დაუჭირა ქართულმა მხარემ.

„არის სხვადასხვა ინიციატივები ამ ფორმატში, რაც შეეხება ევროპის არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ, ეკონომიკურ განვითარებას. საფრანგეთს ჰქონდა ინიციატივა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპის ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანების. ჩვენ ამ ინიციატივას ვუერთდებით. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ამ პრობლემაზე მუშაობა, ბრძოლა ნარკოტიკების წინააღმდეგ და ეს ინიციატივა, რომელიც საფრანგეთის მიერ იყო შემოტანილი ამ ფორმატში, ჩვენს მიერ არის მხარდაჭერილი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია