ირაკლი კუპრაძე - ჩვენი მიზანია, არ ვუპასუხოთ უსაფუძვლო ბრალდებებს - სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ გზავნილით გამოდის 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინ, როცა მსგავსი არასდროს უთქვამს

სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ გზავნილით გამოდის 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე მაშინ, როცა მსგავსი არასდროს უთქვამს არც საჯაროდ, არც სხვა მხრივ, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო-ლელოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის ერთიანმა კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, მეხუთე პრეზიდენტის საპასუხოდ. კერძოდ, კუპრაძე უპასუხა კითხვას სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მან პოლიტიკურ პარტიებს ურჩია, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ, ისინი კი, ვინც ამ არჩევნებში კენჭს იყრიან, მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე იღბენ მონაწილეობას.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, უსაფუძვლო ბრალდებებს მისი გუნდი არ პასუხობს, რადგან არ სურთ, რომ ოპოზიციის ოპოზიცია გახდნენ.

კუპრაძის თქმით, ერთადერთი, ვისაც უპირისპირდება კოალიცია “ლელო- ძლიერი საქართველო”, ეს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნებაა”.

“ჩვენი მიზანი არის ის, რომ არ ვუპასუხოთ ხოლმე უსაფუძვლო ბრალდებებს. ყველაფერს პასუხს გავცემთ 5 ოქტომბრიდან, როდესაც ბევრი რამ გახდება ცხადი, მათ შორის, ცხადი გახდება ცვლილებების შესაძლებლობა, მშვიდობიანი რევოლუცია, არჩევნები და, მათ შორის, შანსი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ყველა პროცესს ივანიშვილის წინააღმდეგ.

ჩვენი პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო, რომ ბრალდებებს არ ვპასუხობთ და ამას ვაკეთებთ ერთადერთი მიზეზით - ხვალ და ზეგ აუცილებელი იქნება ისევ ერთმანეთთან საუბარი.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აჟღერებს რაიმე ტიპის უსაფუძვლო ბრალდებას, მთავარი არის ის, რა არის ჩვენი პოზიცია და როგორ ვპასუხობთ ამ ყველაფერს. ცალსახაა ის, რომ ამ დროის განმავლობაში ბევრი ურთიერთდაპირისპირების მცდელობა იყო და ეს ურთიერთდაპირისპირება დარჩა ცალმხრივ დაპირისპირებად. არცერთი ბრალდებისთვის ჩვენ, რომელიც ოპოზიციურ ველზე ისმოდა, არ გვიპასუხია, მოდიოდა ეს სალომე ზურაბიშვილისგან თუ სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან, რომელთან ერთადაც მრავალწლიანი ბრძოლის გამოცდილება გვაქვს. ერთადერთი, ვისაც ვპასუხობთ და ვპასუხობთ რადიკალურად, წინააღმდეგობრივად, ვადანაშაულებთ კორუფციაში, ძალადობაში, რუსული ინტერესების გატარებაში და ა.შ. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი. ჩვენ ოპოზიციის ოპოზიცია არ გავხდებით და ვინც არის ჩვენი ოპონენტი - ბიძინა ივანიშვილი, სწორება გვაქვს მასზე”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

წამყვანის კითხვაზე, რატომ არ დაუჯერა კოალიცია “ძლიერმა საქართველომ” არჩევნებში მონაწილეობის არმიღებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს, რადგან მას გუნდში ისეთი ნდობა ჰქონდა, მზად იყვნენ, მერობის საერთო კანდიდატად დაესახელებინათ, კუპრაძემ უპასუხა, რომ თავად სალომე ზურაბიშვილიც მზად იყო ამისთვის, თუმცა კუპრაძეს სხვა განმარტება საკითხზე აღარ გაუკეთებია.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TVP WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ტარდება „ფსევდო-არჩევნები“ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ „ძალიან დიდი ჩარევისა და გაყალბების ფონზე“ ჩატარდა, შესაბამისად, მისი თქმით, ამ არჩევნებისგან არაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ბევრი რამ არის მოსალოდნელი პროტესტებისგან, ვინაიდან, ხალხს სურს „რეჟიმის ცვლილება“ და ახალი დემოკრატიული არჩევნები.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე, განაცხადა, რომ ვითარება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხოლოდ გაუარესდა კანონმდებლობის, მმართველი პარტიის "მიერ საარჩევნო კომისიასა და ყველაფერზე ტოტალური კონტროლის მხრივ", ამიტომ პოლიტიკური პარტიებისთვის მისი რჩევა იყო, რომ " ამ არჩევნების უბრალოდ იგნორირება მოეხდინათ". ამასთან, ზურაბიშვილმა თქვა, რომ მასში საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად არავინ მონაწილეობს და ისინი, ვინც მონაწილეობენ, ამას „მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე აკეთებენ“.

"ორი ლიდერი პარტიის, რომელიც მონაწილეობას იღებს, ციხეში იყო და ისინი ფაქტობრივად იმისთვის გაათავისუფლეს, რომ მონაწილეობა მიიღონ [არჩევნებში]", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო