KTW ჯგუფის პრეზიდენტი ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს

KTW ჯგუფის პრეზიდენტი ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ დაიწყო გზა, რომელმაც საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. გასული 13 წელი ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მშვიდობასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი სახელმწიფოს იმ კურსს, რომელმაც მრავალი მიმართულებით, მათ შორის, თავისუფალი ბიზნესის განვითარების მხრივ, ხელშესახებ შედეგებს მიაღწია.

მრავალწლიანმა ბიზნეს საქმიანობამ და გამოცდილებამ კარგად დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გარემო ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის. ასეთ გარემოში ბიზნესის წინსვლა შეუქცევად პროცესად იქცევა.

უალტერნატივოა სახელმწიფოს ის პოლიტიკა, რომელიც სტაბილურობასა და გრძელვადიან განვითარებაზეა დაფუძნებული. ეს არამხოლოდ ბიზნესის, არამედ მთლიანად საზოგადოების წინსვლის საფუძველია.

ვიზიარებ რა „ქართული ოცნების“ ხედვასა და მისწრაფებებს, მჯერა, რომ ერთად შევძლებთ მიღწეულის შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო ძლიერი მომავლის შექმნას.

მადლობა თითოეულ ქართველს, ვინც 13 წლის წინ ქვეყნის ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე დადგა და მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამ საშვილიშვილო საქმის მთავარ შემოქმედს“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება