ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე - დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონტაქტი გვექნება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონტაქტი გვექნება, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წინაშე ვალდებულება აიღო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენც დიდი მოლოდინები გვაქვს. ეს ნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების აღსრულებას, ყოველთვის კონტაქტში ყოფნას და ყოველთვის ერთად მუშაობას“, - განაცხადა ალან ბერსემ.

კითხვაზე, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია ექნება თუ არა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დადებითი პასუხი გასცა.

„როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მე ყველასთან კონტაქტისთვის ღია ვარ. ცხადია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონტაქტი გვექნება“, - აღნიშნა ბერსემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში