„საქართველოს ბანკის“ მობილბანკში Grand Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები ხელმისაწვდომია

„საქართველოს ბანკი“ ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებას აგრძელებს. ამ მიზნით, მობილბანკის ფუნქციონალები კიდევ უფრო გაფართოვდა და მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, Grand Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები აპლიკაციაშივე შეიძინონ.

ახალი სერვისი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ციფრული სასაჩუქრე ბარათი მარტივად, მხოლოდ ადრესატის მობილური ტელეფონის ნომრის გამოყენებით გააგზავნონ. ამასთანავე, შესაძლებელია პერსონალიზაციაც – მისალოცი ტექსტის დამატება და დიზაინის შერჩევა.

Grand Mall ბათუმის ციფრული სასაჩუქრე ბარათის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობაშია. ბარათის მფლობელს შეუძლია, იშოპინგოს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ სავაჭრო ცენტრის მასშტაბით ნებისმიერ ობიექტში, რაც მას მრავალფეროვან არჩევანს და დამატებით კომფორტს სთავაზობს.

„საქართველოს ბანკში ვზრუნავთ, რომ მომხმარებელს თანამედროვე, სწრაფი და მოქნილი ციფრული პროდუქტები შევთავაზოთ. Grand Mall ბათუმის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, მობილბანკის ფუნქციონალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, საყვარელი ადამიანებს საჩუქარი მარტივად გასდასცენ“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბარათის დამატება შესაძლებელია ციფრულ საფულეში (Wallet), ბარათის ადრესატი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა იგი საქართველოს ბანკის მობილბანკით.

გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე Grand Mall-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის