სალომე სამადაშვილი - კოპენჰაგენში ვიზიტს კობახიძე პიარკამპანიისთვის გამოიყენებს, რათა მისი დარჩენილი მომხრეები დაარწმუნოს, რომ ვიღაც სადღაც ელაპარაკება - რეალობა კი ისაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

კოპენჰაგენში ვიზიტს კობახიძე პიარკამპანიისთვის გამოიყენებს, რათა მისი დარჩენილი მომხრეები დაარწმუნოს, რომ ვიღაც სადღაც ელაპარაკება - რეალობა კი ისაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ევროპელი ლიდერების მხრიდან არ გვინახავს არცერთი განცხადება, რომელიც ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის განცხადებით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი ევროპის ყველა სახელმწიფოს მიწვევას გულისხმობს და „ქართული ოცნებაც“ შესაბამისად იმყოფება კოპენჰაგენში“.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი ევროპის კონტინენტზე განლაგებული ყველა სახელმწიფოს წარმომადგენლის მიპატიჟებას გულისხმობს. ჩვენ ვხედავთ, რომ იქ შესაბამისად არის მიწვეული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენელიც. ამის პარალელურად, ფაქტობრივად, ევროსაბჭოში წინ მიდის პროცესი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროსაბჭოშიც კი, საქართველოს წევრობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ერთადერთი, რისთვისაც კობახიძე კოპენჰაგენში ვიზიტს გამოიყენებს, ეს არის პიარკამპანია, რომ მისი დარჩენილი მომხრეები დაარწმუნოს, რომ ვიღაც სადღაც ელაპარაკება. რეალობა კი ისაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ევროპელი ლიდერების მხრიდან არ გვინახავს არცერთი განცხადება, რომელიც ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებაზე მიუთითებს. თუმცა ვნახეთ, რომ ევროსაბჭო უკვე სახელმწიფოთაშორისი სარჩელის გზით, „ქართული ოცნების“ რეჟიმზე ზეწოლის გაზრდას განიხილავს. ეს არის ის რეალობა, რომელიც ქვეყანაში შექმნა კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის რუსულმა პოლიტიკამ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება.

EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე მსჯელობენ. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნა. ასევე, დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას იღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა