დიმიტრი პესკოვი - უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემას რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს

უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემას რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს რუსეთი უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემას, პესკოვმა უპასუხა, რომ „შესაბამისად“.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერი The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აშშ უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის.

„ეს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ინფორმაცია არსაიდან არ ჩნდება. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მუდმივად უზიარებს“, - აღნიშნა პესკოვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე