სუს-ის მიერ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულიდან ერთ-ერთის ადვოკატი - მოცემულ საქმესთან დაკავშირებით თაღლითობის განზრახვა არ ჰქონია, თვითონ ამ ფაქტით, ამ გაუგებრობით ძალიან დამძიმებულია - ბრალი წარედგინა

დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქიდან ერთ-ერთი აცხადებს, რომ „მსგავსი რამის განზრახვა არ ჰქონია“. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა გიორგი გვაჯაიამ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელსა და გვარს არ აკონკრეტებს. როგორც მან განმარტა, დაკავებულს ბრალი სუს-ში უკვე წარუდგინეს. გიორგი გვაჯაიას თქმით, მჭიდრო თანამშრომლობით ყველაფერი გაირკვევა.

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ მას მოცემულ საქმესთან დაკავშირებით თაღლითობის განზრახვა არ ჰქონია. მისი პოზიცია დამოკიდებულია ჩემთან კონსულტაციაზე, ჯერ საქმის მასალები არ მიმიღია და ამის შემდეგ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გვექნება, რომელიც იქნება ობიექტური და სწორი.

გავეცანი ბრალს, მას ბრალო წარედგინა 180-მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, თაღლითობის მცდელობაშია ბრალდებული. თვითონ ამ ფაქტით ძალიან დამძიმებულია, ამ გაუგებრობით და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ კერძო საუბარში ერთმნიშვნელოვნად მითხრა, რომ მსგავსი რამის განზრახვა მას არ ჰქონია. არ ვგულისხმობ, რომ ბრალს არ ეთანხმება, მისი ქმედება ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ჯერ გამოძიება არ არის დასრულებული, დეტალურ ჩვენებას გასცემს და იმედი გვაქვს, რომ სათანადო ობიექტური შეფასება მიეცემა, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ისე სასამართლოს მხრიდან”,- განაცხადა გიორგი გვაჯაიამ.

ცნობისთვის, სუს-ის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დ.კ. და გ. ო. დააკავეს. სუს-ის განმარტებით, საქმე ეხება თაღლითობის მცდელობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს