პრემიერი - არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა, გადავხედოთ ურთიერთობებს და გაიხსნას დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ - დაველოდოთ

გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება. ყველა ამ ლიდერთან ვსაუბრობდით ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობასა და პერსპექტივებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კოპენჰაგენში განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა იმისათვის, რომ გადაიხედოს ურთიერთობები და გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ.

„დავასრულეთ ვიზიტი. საინტერესო ფორმატია, გვქონდა ორმხრივი შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა უშუალოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან. ასევე, მქონდა გამოსვლა პანელური დისკუსიის ფორმატში, სადაც ეკონომიკურ და დაკავშირებადობის საკითხებზე ვისაუბრეთ. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გვქონდა 30-ზე მეტ ლიდერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება. ყველა ამ ლიდერთან ვსაუბრობდით ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობასა და პერსპექტივებზე. საინტერესოა, რომ არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს და გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ, რაც ძალიან კარგი იმპულსების მომცემია. დანარჩენი დაველოდოთ. ჩვენ გამოვთქვით სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ასეთი დისკუსიებისთვის, საჯარო, ღია, გამჭვირვალე დისკუსიებისთვის. ეს არის უპირობოდ აუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

ურთიერთობების გადატვირთვა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ჩვენ წამოვწიეთ, თუმცა მათი მხრიდანაც იყო ინიციატივები ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი დახურული კომუნიკაციაა და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. კარგია, რომ ჩვენ დადებითი იმპულსები ვიხილეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დანარჩენი დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება ჯანსაღი დისკუსიის გარეშე. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ გავხსნათ, კიდევ ერთხელ, ჯანსაღი დისკუსია ევროკავშირის სტრუქტურებთან ყველა თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს