ირაკლი კობახიძე - როდესაც ჯანსაღი ოპოზიცია არ ჰყავს ქვეყანას, რისკები და გამოწვევები არსებობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სისტემა

ბიძინა ივანიშვილის წერილში ასახულია ყველა ის მიღწევა, რაც ქვეყანას ჰქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ასევე ყურადღება არის გამახვილებული სხვადასხვა ტიპის გამოწვევებზე, მათ შორის გუნდის შიგნით არსებულ გამოწვევებზე, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ისედაც ჰქონდა და აქვს გარკვეული ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დანიაში განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოწვევები ყოველთვის არსებობს, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ პროცესებს, მით უმეტეს როდესაც ამ მასშტაბის ზეწოლა იყო ქვეყანაში.

„ეს ყველაფერი განაპირობებს გუნდის შიგნითაც გამოწვევებს და ეს გამოწვევები იყო თავის დროზე, თუმცა დღეს ჩვენი გუნდი არის ძლიერი როგორც არასდროს. რაც შეეხება გამოწვევების სხვადასხვა მიმართულებას, მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან გააკეთა პარტიის ყრილობაზე 2023 წლის დეკემბერში. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორუფციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ერთგვარი პირობა იყო გახმოვანებული იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა და სწორედ ამის გაგრძელებაა ის პროცესები, რაც წარიმართებოდა აქამდე, რაც წარიმართება დღეს და რაც წარიმართება მომავალში. ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი იქნება უკომპრომისო კორუფციასთან მიმართებით, შესაბამისად, გაგრძელდება ყველა მიმართულებით მუშაობა იმისათვის, რომ აღმოიფხვრას კორუფციის ყველანაირი არათუ შემთხვევა, არამედ რისკებიც კი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. იცით, რომ კონკრეტული და ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გამოწვევები რჩება და ეს გამოწვევები უკავშირდება მათ შორის საგარეო პოლიტიკურ საკითხებს.

„გამოწვევები უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გვყავს რეალურად ოპოზიცია და აქედან გამომდინარე არ არის ჩამოყალიბებული ჯანსაღი, დემოკრატიული მოცემულობა იმ პირობებში, როდესაც ჯანსაღი ოპოზიცია არ ჰყავს ქვეყანას, რა თქმა უნდა, რისკები და გამოწვევები არსებობს. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად და თანმიმდევრულად განვითარდეს. ასევე გრძელდება პროცესები, რაც ძალიან კარგია. გვაქვს ნაკლები პოლარიზაცია, ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებამ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ზუსტად ასე გაგრძელდეს მოვლენების განვითარება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის