რაჟდენ კუპრაშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კორუფციის პრევენციისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას, აგრეთვე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საკითხებს.

„ხაზი გაესვა ინსტიტუციური თანამშრომლობის აუცილებლობას ისეთ თემაზე მუშაობისას, როგორიცაა მამხილებელთა დაცვის მექანიზმის გაძლიერება.

გარდა ამისა, შეხვედრისას სახალხო დამცველს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისა" (ფარა) და „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონების აღსრულების საკითხებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება