გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ

რა თქმა უნდა, აღნიშნულ განჩინებას უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, სოფო ქურთაულმა განაცხადა, რითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე წინა ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას ეხმაურება.

ადვოკატის განცხადებით, მართლმსაჯულება არ განხორციელდა საპროცესო უფლებების სრულყოფილი დაცვით.

„ჩვენ ვითხოვდით პირველ ინსტანციაში საქმის უკან დაბრუნებას იქიდან გამომდინარე, რომ ვფიქრობ, საკმარისად დავასაბუთეთ, რომ საქმე განხილული იყო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. მართლმსაჯულება არ განხორციელდა საპროცესო უფლებების სრულყოფილი დაცვით. შეიძლება ვთქვათ, რომ დეფექტური მართლმსაჯულება განხორციელდა მოცემულ საქმეზე. აქედან გამომდინარე ჩვენ დღევანდელ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში მსჯავრდებული, თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ქონება აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეალიზაციისთვის გადასცა.

კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის თანხის გადაცემა დაევალა.

აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 - 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს