ირაკლი კობახიძე - ეუთოს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან  გავცვალეთ მოსაზრებები  საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ეუთოს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე მან გამოხატა მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

„დანიის სამეფოს ქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტზე მქონდა პატივი ნაყოფიერი დისკუსიები მქონოდა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, მის აღმატებულება ფერიდუნ სინირლიოღლუსთან. შეხვედრაზე მოსაზრებები გავცვალეთ საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. საუბრისას გამოვხატე მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის", - აღნიშნავს პრემიერი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია